• RSS
  • Delicious
  • Digg
  • Facebook
  • Twitter

ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა



პრემიერმა დღეს საერთაშორისო კონფერენციას "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" გახსნა.

მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია საშუალებას აძლევს, კიდევ ერთხელ გამოხატოს საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ოსაუბროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპულ იდეას მხარს უჭერს ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია. ეს იდეა დღეს უკვე საერთო ეროვნულ იდეად იქცა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ახლა დადგა დრო, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რითაც გზას გაუხსნის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ, თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს. გამორიცხული არ არის, ასეთი კრიზისები უკონტროლო გახდეს და მთელი რეგიონიც კი მოიცვას.

მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ გავხდეთ ევროპული სამეზობლოს წევრი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი. და ამისათვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ.

ჩვენ წამოვიწყეთ და განვახორციელეთ ძირითადი რეფორმები პოლიტიკის, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების სფეროებში, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სოციალური უზრუნველყოფის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ამ რეფორმების განხორციელებით ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ხოლო ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, არის მთავარი გეგმა, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების გარდა, ეს შეთანხმება ეკონომიკური ინტეგრაციის უპრეცედენტო პერსპექტივას აძლევს ქვეყანას. 

მისივე განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება ვილნიუსის სამიტზე გახსნილ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე დროს კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან და მზადაა გადალახოს ეს სირთულეები.

„ამისათვის წამოვიწყეთ მთელი რიგი რეფორმები და დავსახეთ ღონისძიებები, რომლებიც აისახა საქართველოს მთავრობის პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის განახორციელოს თანამიმდევრული რეფორმები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, რათა ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და მდიდარი ბაზრის - ევროკავშირის ბაზრის წვდომა მძლავრი იმპულსი იქნება ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის დივერსიფიცირებისა და განვითარებისთვის. მჯერა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ამ შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნებთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ტრანსპარანტულობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკის საკითხები.

მომსახურებით ვაჭრობის სფეროში კანონმდებლობის დაახლოება შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს მომსახურების ბაზრების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ითვალისწინებს ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირის შესაბამის ბაზრებზე დაშვების უკეთესი პირობების მიღებას.

მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება ადვილი ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების საქართველოში დანერგვა, აღნიშნული პროცესი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში არიან ჩართული. ეტაპობრივად უნდა მოხდეს მათი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს უფრო პროგნოზირებადი ეკონომიკური და ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებები სათანადოდ გამოიყენებენ ამ ახალ რეალობებს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს სიკეთესა და კეთილდღეობას მოუტანს როგორც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ისე ქართულ ბიზნესს.

ჩვენ მზად ვართ, უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ რეფორმების გატარება და შევქმნათ მყარი საფუძველი ასოცირების შესახებ შეთანხმების განსახორციელბლად. 

ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, დროულად დავასრულოთ „ასოცირების დღის წესრიგის" შემუშავება. გვჯერა, რომ ამ საქმეში სათანადო მხარდაჭერას მოვიპოვებთ ევროკავშირის მხრიდან.

საქართველოს დღევანდელი ამოცანაა ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერა. როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გვპირდებიან, სულ მალე, რამდენიმე თვეში დადგება ის დრო, რომელსაც ასე ელის ქართველი ხალხი - საქართველო ხელს მოაწერს თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. ჩვენიმხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.

საქართველოს დღევანდელი ამოცანაა ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერა. მე ახლახანს დავბრუნდი ევროპიდან, სადაც შეხვედრები მქონდა ბატონ ბაროზოსთან და ბატონ რომპეისთან. მათ ჩემთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს ივნისისა,“ – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

მისი მიზანია, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება პარტნიორ სახელმწიფოებთან. 

კონფერენციის ფარგლებში 28 მარტს ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელზეც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები და გაააქტიურონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. 

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მთავრობებისა და ბიზნეს წრეების, ევროკომისიის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გრინჩი / How the Grinch Stole Christmas (2000 )

value="config=http://myhit.ge/flash/flow/vars.php?id=2446" />


დევნა / Abduction (2011 )


ხანგრძლივობა: 1 საათი 46 წუთი
ქვეყანა: აშშ ,
წელი: 2011
ჟანრი: დრამა , ბოევიკი , ტრილერი , დეტექტივი ,
რეჟისორი: ჯონ სინგლტონი ,
როლებში: ტეილორ ლოტნერი ,ლილი კოლლინზი ,ჯეისონ აიზეკსი ,ალფრედ მოლინა ,სიგურნი უივერი ,მარიია ბელლო ,ანტონიკ სმიტი ,მიკაელ ნიუკვისტი ,დენზელ უიტაკერი,კენ არნოლდი ,ბენჟამინ ჯ. კეინ უმც. ,რიჩარდ ცენტრონი ,მაიკ კლარკი ,ჯეკ ერდი ,რიტა გრეგორი ,ტიმ გრიფფინი ,მაია ლი ,ფრენკ ლლოიდი ,ელიზაბეტ რიომი ,ვიკტორ სლეზაკი
მოკლე აღწერა: მთავარი გმირი დაკარგული ბავშვების საძიებო საიტზე თავის სურათს აღმოაჩენს. შოკიდან გამოსული, ის ხვდება, რომ მშობლებმა მოიტაცეს და როგორც საკუთარი ისე გაზარდეს. ის გამოძიებას იწყებს, რაც ძალიან სახიფათოა.



მთავარია არ გეშინოდეს! / A Little Bit of Heaven (2011 )

ხანგრძლივობა: 1 საათი 46 წუთი
ქვეყანა: აშშ ,
წელი: 2011
ჟანრი: დრამა , კომედია , მელოდრამა ,
რეჟისორი: ნიკოლ კესსელი ,
როლებში: კეიტ ხადსონი ,გაელ გარსია ბერნალი ,პიტერ დინკლეიჯი ,ლიუსი პანჩი ,ქეთი ბეიტსი ,ვუპი გოლდბერგი ,როზმარი დეუიტტი ,ტრიტ უილიამსი ,ალან დეილი ,რომანი მალკო ,სტივენ უებერი ,იოხან ურბი ,ჟაკლინ ფლემინგი ,მონიკა აკოსტა ,დონნა დიუპლანტე ,ჯეისონ დევიდი ,ჯეიმს ხერბერტი ,რიკ ჯონსი ,ელტონ ლებლანკი ,სინტია ლებლანკი
მოკლე აღწერა: ტრაგიკომედია მოგვითხრობს 30 წლის კობოთი დაავადებული ქალის და მისი ონკოლოგი-ექიმის სიყვარულის შესახებ.

გოგონა სექს-გენური თვალებით / Girl with the Sex-Ray Eyes (2007 )

ხანგრძლივობა: 1 საათი 18 წუთი
ქვეყანა: აშშ ,
წელი: 2007
ჟანრი: კომედია , ეროტიული ,
რეჟისორი: ფრედ ოლენ რეი ,
როლებში: ნიკოლ შერიდანი ,ბრედ ბარტრემი ,შენნონ კელლი ,ივენ სტოუნი ,დეიზი მარი ,ჯონ დონალდსონი ,კრისტინ ნგუიენი ,დემი დელია
მოკლე აღწერა: როდესაც შერიდანმა იპოვა რამოდენიმე რენტგენის სათვალე, მისთვის გაიხსნა მთელი ახალი სამყარო შევსებული მომხიბვლელი ეროტიული ფრაგმენტებით..

ჩაშვება / Setup (2011 )

ხანგრძლივობა: 1 საათი 30 წუთი
ქვეყანა: აშშ ,
წელი: 2011
ჟანრი: კრიმინალი , დრამა , ბოევიკი ,
რეჟისორი: მაიკ კიუნტერი ,
როლებში: ბრუს უილისი ,რაიან ფილიპპი ,ჯენნა დევენი ,ჯეიმს რემარი ,რენდი კუტიური ,უილლ იუნ ლი ,შონ ტოუბი ,სიუზი აბრომეიტი ,ომარ ჯ. დორსი ,ტეო კიპრი ,რიჩარდ გოტერი ,რორი მარკხამი ,ჩიკ ბერნხარდი ,მაიკლ მალი ,Patrick Moug ,რალფ ლისტერი ,Brett Granstaff ,ენტონი მოსკატი ,მაიკ ენკრაილი ,Antonio Esfandiari
მოკლე აღწერა: საუკეთესო მეგობრები სონი, ვინსენტი და დეივი ერთად გაიზარდნენ ბანდიტურ ქუჩებში და ძარცვით შოულობენ ფულს. მსგავსი ცხოვრებისგან დაღლილები, გადაწყვიტავენ კრიმინალურ ცხოვრებას წერტილი დაუსვან, როდესაც ბოლო საქმეს დაასრულებენ.

მუშკეტერები / The Three Musketeers (2011 )

ხანგრძლივობა: 1 საათი 50 წუთი
ქვეყანა: აშშ , გერმანია , საფრანგეთი ,
წელი: 2011
ჟანრი: დრამა , ბოევიკი , სათავგადასავლო ,
რეჟისორი: პოლ ვ. ს ანდერსონი ,
როლებში: ლოგან ლერმანი ,მილლა იოვოვიჩი ,მეტტიიუ მაკფეიდენი ,რეი სტივენსონი ,ლიუკ ევანსი ,მადს მიკელსენი ,ჯეიმს კორდენი ,ჯუნო ტემპლი ,ფრედდი ფოკსი ,ორლანდო ბლუმი ,კრისტოფ ვალი ,ტილ შვაიგერი ,კრისტიან ოლივერი ,კარსტენ ნორგაარდი ,ფლორიან ბრიუკნერი მოკლე აღწერა: ახალგაზრდა დარტალიანი მშობლიური სახლიდან პარიზში მიდის, იმ იმედით, რომ მუშკეტერი გახდება. შემთხვევით ერთ დღეს ის სამ მუშკეტერს აწყენინებს, ატოსს, პარტოსს და არამისს- სამივე დუელზე გაიწვევს.

არ ვიცი,ის ამას როგორ აკეთებს / I Don't Know How She Does It

ხანგრძლივობა: 1 საათი 35 წუთი
ქვეყანა: აშშ ,
წელი: 2011
ჟანრი: კომედია ,
რეჟისორი: დუგლას მაკგრატი ,
როლებში: სარა ჯესსიკა პარკერი ,პირს ბროსნანი ,გრეგ კინერი ,კრისტინა ხენდრიკსი ,კელსი გრემმერი ,სეტ მაიერსი ,ოლივიია მუნნი ,ჯეინ კურტინი ,მარკ ბლუმი ,ბიზი ფილიპპსი ,სარა შახი ,ჯესსიკა ზორი ,James Murtaugh ,ევგენია იუანი ,ჯოზეფ ამატო ,მიშელ ხიორსტი ,ბეტ ფოულერი ,მაიკლ ხოგანი ,მარსელინ ხიუგო ,Steve Routman
მოკლე აღწერა: კომედია მოგვითხრობს კეიტ რედის ცხოვრებაზე, რომელიც ფინანსური აღმასრულებელია და თავისი ქმრის და ორი შვილის ერთადერთი მრჩენელი.